რომელი ქვეყანა იქნება მსოფლიო ლიდერი, ვლადიმერ პუტინის აზრით?
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გასულ პარასკევს შეხვდა სტუდენტებს, სადაც ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და თან დასძინა - “ვინც იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ლიდერი, სწორედ ის გახდება მსოფლიო ლიდერიც“.

მარტივი მისახვედრია რა იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ამ წინადადებაში, დღეს მრავალი სახელმწიფო ცდილობს განავითაროს ხელოვნური ინტელექტი, კაცობრიობის სასიკეთოდ - ჯანდაცვის სისტემა, ქირურგია, ტრანსპორტირება, მომსახურეობის სფეროები, თუმცაღა პუტინი ადამიანური რესურსების ტექნოლოგიების განვითარებას, რაღა თქმა უნდა არ გულისხმობდა. როგორც ვიცით ცოტა ხნის წინ რუსეთი შეგვპირდა, რომ შექმნიდა ისეთ იარაღს, რომელიც სამიზნეს თავად აირჩევდა.



ამ შემთხვევაშიც, პუტინის მიზანი არ ყოფილა ესაუბრა იმ ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელზეც მსოფლიოს სხვა ქვეყნები ზრუნავენ და ქმნიან კონკურენციას. პრეზიდენტმა თავისთავად დაამატა ისიც, რომ „მომავლის მსოფლიო ომები იქნება რობოტებით და დრონებით - როდესაც ერთი ქვეყნის დრონები გაანადგურებენ მოწინააღმდეგე ქვეყნისას, სხვა გზა აღარ დარჩებათ და დანებდებიან“.

ჩვენი მომავალი ადამიანებს სხვა და სხვანაირად წარმოუდგენიათ, მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე დიდი ქვეყნის მმართველი არ აპირებს შეცვალოს სტრატეგია და მომავლის ტექნოლოგიებსაც მილიტარისტული კუთხით განვითარებას უპირებს.

მოსახლეობის საყვარელმა ლიდერმა სტუდენტებს მოუწოდა, რომ მაგისტრატურის გაგრძელებისას უპირატესობა, ხელოვნური ინტელექტის არჩევას მიანიჭონ.

არ არის ცნობილი სხვა სახელმწიფოები, როგორ მოიქცევიან, მაგრამ ფაქტია, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში გაიგებენ ხელოვნური ინტელექტის არსებობის შესახებ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ეცდებიან რუსეთისთვის კონკურენციის გაწევას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რო...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ელექტრო ავტობუსები - 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი
ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზ...
სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა - ჩინეთის ახალი პარანოია
ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმ...
ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ
სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 2 - 7 °C
img
ბორჯომი -1 - 7 °C
img
ზუგდიდი 6 - 15 °C
img
ახალციხე -2 - 8 °C
img
თელავი 3 - 7 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1234
ვალუტა
USD
1
2.4686
USD
EUR
1
3.0435
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია