მალე გატეხილი ძვლების გამთელებას გენური თერაპიით და მიკრობუშტუკებით შევძლებთ
სერიოზული ტრავმის შემდეგ მოტეხილი ძვლების მკურნალობა ექიმებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მძიმედ დაზიანებული ძვალი შეიძლება საერთოდ არ აღდგეს, მცირე მოტეხილობის შემთხვევაშიც კი, განკურნება პაციენტის ჯანმრთელობაზე და ასაკზეა დამოკიდებული.
მძიმე დაზიანების შემთხვევაში ძვლის ავტოგენური იმპლანტი მკურნალობის სტანდარტული გაზაა. იმპლანტი ადამიანის ჯანმრთელი ძვლიდან პატარა სეგმენტის ამოღებას, როგორც წესი, მენჯიდან გულისხმობს. ამოღებულ ნაწილს, შემდეგ „ხიდად“ იყენებენ იმ მოტეხილი ძვლის გასამთელებლად, რომელიც შესაბამისად არ იკურნება. თუმცა ძვლის იმპლანტის გაკეთება ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

ბოლო წლებში ექიმებმა იმპლანტებისთვის მორფოგენული ცილების (BMP) დამატება დაიწყეს, რაც მათი აზრით, ძვალს გაზრდაში ეხმარება. თუმცა ეს დადასტურებული არ არის და თან გვერდითი ეფექტებიც ახლავს, ისეთი, როგორიც ძვლის რბილ ქსოვილში გაზრდა ან მისი საერთოდ გაწოვაა. ეს ძირითადად არასწორი დოზირების გამო ხდება.

მკვლევარებმა ახალ სტრატეგიას მიმართეს. ისინი გენურ თერაპიას იყენებენ ძვლისთვის არა თავად ცილის, არამედ შესატყვისი გენის მისაწოდებლად. ამ გზით, უჯრედები ძვლის მორფოგენულ ცილებს ფიზიოლოგიურ დონეზე ზუსტად დაზიანებულ ადგილას მიიღებენ.


თუმცა გენების უჯრედისთვის მიწოდება ადვილი საქმე არ არის. მეცნიერებმა, ამ შემთხვევაში, სონოპორაციას მიმართეს.

სონოპორაციის დროს ულტრაბგერების გამოყენებით ლიპიდური გარსის მქონე გაზით სავსე მიკრობუშტუკებს, რხევისკენ უბიძგებენ, რაც უჯრედში ადვილად აღდგენად ორმოებს წარმოქმნის. ამ ორმოებში დნმ - ი ისე შეიძლება მოხვდეს, რომ სხვა უბნებს გვერდი აუაროს.

სწორი უჯრედების ასარჩევად მეცნიერებმა სპეციალური ტიპის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს, რომელთაც ძვლის ქსოვილის ფორმირება შეუძლიათ.
ახალი მეთოდი მეცნიერებმა ღორის წვივის ძვლებზე გამოსცადეს. მოტეხილობები პირველი დოზის შემდეგვე განიკურნა.

ეს ინოვაციური თერაპია უამრავ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუმცა სანამ საავადმყოფოები ამ ტექნიკას დანერგავენ, ის ადამიანებზეც უნდა გამოიცადოს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
ზუგდიდი 4 - 15 °C
img
ახალციხე 0 - 10 °C
img
თელავი 2 - 9 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1234
ვალუტა
USD
1
2.4686
USD
EUR
1
3.0435
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია