RehabGlove - ქართველი ახალგაზრდების რევოლუციური გამოგონება
ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზება, რასაც თავისებურად სახელმწიფოც უწყობს ხელს. სწორად ამის შედეგია ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების მიერ შექმნილი გამოგონება, რომლითაც მათ მსოფლიოში მედიცინის წამყვანი წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვიეს.

გაიცანით
RehabGlove - პირველკურსელი სტუდენტების: გიორგი ცხოვრებაძის, გიორგი სხირტლაძის, ლუკა ცხოვრებაძისა და ნიკა ჯებირაშვილის მიერ შექმნილი რევოლუციური გამოგონება, რომელიც ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი და რომელსაც სიტყვა „რეაბილიტაციაც“ კი სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. ძალიან მალე რეაბილიტაციის დროს ისეთივე სიამოვნების მიღებაც კი იქნება შესაძლებელი, როგორიც თუნდაც შენი საყვარელი თამაშის თამაშისას, რაც, რაღა თქმა უნდა, საგრძნობლად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ქართველი გამომგონებლთა ჯგუფის დამსახურებაა.


მოგვიყევით თქვენი სტარტაპისა და მიზნების შესახებ

RehabGlove არის ინსულტის შემდეგი სარეაბილიტაციო ხელთათმანი, რომელიც ფაქტობრივად ოცჯერ აიაფებს სარეაბილიტაციო ხარჯებს. ამჟამად ინსულტის რეაბილიტაცია წელიწადში დაახლოებით 11 000 დოლარამდე ჯდება და ძალიან დიდხანს გრძელდება, რომელსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საბოლოო შედეგებამდე მაინც ვერ მივყავართ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ხელთათმანი, რომელიც პაციენტებს მთლიანად გაუწევდა რეაბილიტაციის მაგივრობას და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა მას.

ხელთათმანის იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს მოგვივიდა, როდესაც ინტერნეტში ვნახეთ, რომ ინსულტის რეაბილიტაცია ძალიან ძვირი ჯდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ გაცილებით იაფი ალტერნატივა შეგვექმნა. მაშინ გლობალური მეწარმეობის კვირეული იყო და მის ფარგლებში სტარტაპ კონკურსი ტარდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, კონკურსზე გავსულიყავით ხელთათმანით, რომელიც არა მხოლოდ  დაეხმარებოდა ადამიანებს რეაბილიტაციის შემდგომ გამოჯანმრთელებაში, არამედ მთლიანად შეძლებოდა მის ჩანაცვლებასაც.

რა გზა გაიარეთ და რა სახის დაბრკოლებები შეგექმნათ?

ჯგუფის წევრები დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჰაკათონისთვის შევკრებილიყავით, სადაც 48 საათი ვიმუშავეთ, ფაქტობრივად არ გვიძინია, გავაკეთეთ ხელთათმანის პროტოტიპი და შევქმენით პატარა სიმულაცია, რომელიც აზრს შეუქმნიდა ჩვეულებრივ ადამიანს, თუ რა შეუძლია ჩვენს გამოგონებას.

დეკემბერში გავედით სტარტაპ აქსელერატორის დემო დღეზე, გავიარეთ პატარა აქსელერაცია, გავიმარჯვეთ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოსგან ავიღეთ 5 000ლარიანი გრანტი პროტოტიპის შესაქმნელად.

თებერვალში ვიყავით მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე Global Mobile Challenge-ზე, სადაც გავედით Grand Final-ში, ანუ 2 500-ზე მეტ სტარტაპს შორის მოვხვდით ათეულში.

მარტში გავედით ფინალში ჯეიკობსის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსზე გერმანიაში.

მარტში ასევ ვიყავით პოლონეთში სტარტაპ სამიტზე, სადაც შევხვდით ინვესტორებს და აპრილის დასაწყისში გავიმარჯვეთ Microsoft-ის Imagine Cup-ის ეროვნულ ტურში და ფინალში გავედით რეგიონარულში, სადაც 15 მაისს მივდივართ ფინალზე უკრაინაში. 21 აპრილს ასევე გავიმარჯვეთ Garage48 Hackathon-ში და 25-ში - Seed Investment Forum-ზე.

დიდი დაბრკოლება ჯერ არ შეგვხვედრია რადგან ფაბლაბი, უნივერსიტეტების ლაბორატორიები, ტექნოპარკი და თავისებურად საქართველოს მთავრობაც ყველანაირად ცდილობს ჩვენთვის ხელის შეწყობას.

როგორ მუშაობს RehabGlove?

ხელთათმანი ვირტუალურ რეალობაში აერთიანებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიებს. როდესაც პაციენტს საერთოდ არ აქვს ხელის მოძრაობის უნარი, ვიწყებთ სარკის თერაპიის პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიით მუშაობას - პაციენტი იკეთებს ხელთათმანებს და ჯანმრთელი ხელით ვირტუალურ რეალობაში თამაშობს სპეციალურ თამაშს. ხელთათმანი აღიქვამს ჯანმრთელი ხელის მოძრაობებს და იმავე მოძრაობებს ამეორებინებს დაზიანებულ ხელსაც. შემდეგ საფეხურზე, როდესაც შედარებით გაუმჯობესდება დაზიანებული ხელის მდგომარეობა, ხელთათმანი შეამცირებს ავტომატურ მოძრაობას, პაციენტს ნაკლებად დაეხმარება ხელის მოხრასა და სხვადასხვა მოძრაობების შესრულებაში და აიძულებს მას გამოიყენოს მეტი ძალა, რაც საბოლოოდ დაეხმარება პაციენტს, აღიდგინოს ხელის მოძრაობის ძველი უნარი.


ვირტუალურ რეალობას კი ვიყენებთ იმისთვის, რომ პაციენტს ყურადღება მაქსიმალურად გადავატანინოთ რეაბილიტაციის პროცესიდან, რადგან პაციენტის დამოკიდებულება ძალიან დიდ გავლენას ახდენს რეაბილიტაციის ეფექტურობაზე. ვირტუალური რეალობა  ამ პროცესს უფრო სახალისოდ აქცევს და ზრდის პაციენტის მოტივაციას. ამჟამად მხოლოდ პატარა სიმულაცია გვაქვს თუმცა ვმუშაობთ თამაშზე, სადაც პაციენტს მოუწევს ჯადოქრის როლის მორგება და ხელის მოძრაობით შეეძლება სხვადასხვა სიმულაციების წარმოება.

რატომ RehabGlove, რა უპირატესობები გააჩნია თქვენს პროექტს სხვა ალტერნატივებთან შედარებით?


იქიდან გამომდინარე, რომ ვირტუალური რეალობა არის ახალი ინდუსტრია და ჯერ მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს მედიცინაში, ჩვენი პროექტი მაინც ინოვაციურად ითვლება და ამ მხრივ ძალიან კონკურენტულ გარემოშიც არ გვიწევს მუშაობა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი არის Music Glove თუმცა ის რეაბილიტაციას მაინც ვერ ანაცვლებს, ჩვენ კი გვინდა, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ ეს ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურა.

თუ არის უკვე დაინტერესება ქართული ან უცხოური კომპანიებისგან?

დაინტერესება უკვე მოყვა. არის რამდენიმე საავადმყოფო, რომელთაც უნდათ, რომ თავიანთ პაციენტებზე გამოსცადონ ჩვენი ხელთათმანი, როცა გაკეთდება საბოლოო პროტოტიპი. ასევე პოლონეთში შევხვდით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფარმაცევტულ კომპანიას, მათაც გამოთქვეს დაინტერესება და ელოდებიან საბოლოო პროტოტიპს, რომ ვანახოთ. ვენჩერული კაპიტალის ფირმაც დაინტერესდა ჩვენით, მათთანაც გვაქვს კონტაქტი და სავარაუდოდ ივნისამდე უკვე ველოდებით დაფინანსებას.

მოგვიყევით პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ

ივნისამდე თუ ავიღეთ დაფინანსება, MIT-ის მედიალაბთან ერთად დავიწყებთ მუშაობას და წლის ბოლომდე  გვექნება საბოლოო პროტოტიპი და უშუალოდ პაციენტებზე დავიწყებთ გამოცდას. ამასთან, ვგეგმავთ ბოსტონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან, Massachusetts General Hospital-თან თანამშრომლობასაც, და თუ ესეც გამოვიდა, მაშინ უკვე ძალიან ბევრი საავადმყოფო მოინდომებს ჩვენთან მუშაობას.

ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ სხვა პროექტების წამოწყებას?

ჯერჯერობით მხოლოდ ამ პროექტზე ვმუშაობთ. ფაქტობრივად  ჯერ არაფერი არ გვაქვს გაკეთებული, იმასთან შედარებით, რაც საბოლოო ჯამში გვინდა, რომ შევქმნათ. ძალიან ბევრი რამ კიდევ წინაა, ამიტომაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ ამ პროექტზე და ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ რაიმე ახლის წამოწყებას.

რას ურჩევდით მომავალ სტარტაპერებს წარმატების მისაღწევად?

მომავალ სტარტაპერებს ვურჩევდით, რომ მთავარია, გქონდეს მიზანი და საკმარისი ძალა იმისთვის, რომ შენი თავი ამ მიზნამდე მიიყვანო... დაიხარჯე ბოლომდე და არ დანებდე...  შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში გქონდეს პატარა ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე და  დაწყებული აუცილებლად ბოლომდე მიიყვანო.

მომავლის დარგი ინფორომატიკაა, ეს უდავოა, და ჩემი აზრით, მომავალი სტარტაპერების წამოწყებებიც სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ხელოვნური ინტელექტი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება და ალბათ სწორედ ამ მხრივ მუშაობა, ამ დარგის ათვისება იქნება უფრო საინტერესო და ამავე დროს მომგებიანიც. ამ კუთხით შესაძლებლობები უსაზღვროა, მხოლოდ მონდომება, ნებისყოფა, მიზანდასახულობა და იდეაა საჭირო იმისთვის, რომ შეცვალო სამყაროცა და შენი ცხოვრებაც მასთან ერთად.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რო...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია