სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ხუმრობა არ შეიძლება.


როგორც გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, იდეის გაჟღერებიდან მალევე მასკს გამოეხმაურნენ, მარკ ცუკერბერგი და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მეცნიერები და მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა “შიშების გაყიდვა” და განკითხვის დღის სცენარების დაბრალება ხელოვნური ინტელექტისთვის.




ილონის პასუხმაც არ დააყოვნა
საბოლოოდ მასკმა თავისი მაინც გაიტანა და იმ კომისიის სათავეში მოექცა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისთვის იმუშავებს.

ასევე განაცხადა რეგულაციების შესახებ.




“არავის უყვარს რეგულაციები, მაგრამ საჭმელი, მანქანები, ფარმაცია, ნებისმიერი სფერო რომელიც შესაძლო საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის არის რეგულირებული, ასევე უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტიც”

ვინ დანუდგა SpaceX-ისა და Tesla-ს მმართველს გვერდზე? არაერთი ცნობილი ადამიანი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მათ შორის იყო, თანამედროვე მეცნიერებაში ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის მოსაზრება.

ჰოკინგი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საფრთხე უფრო ადამიანთან კონკურენციაში იქმნება.

ჰოკინგის აზრით ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს იქამდე, სანამ არ ჩათვლის რომ ადამიანზე ძლიერია და შეუძლია დამოუკიდებლობა, ასევე დაამატა რომ ხელოვნური ინტელექტის ეს დონე, ახალი სიცოცხლის ფორმების ჩამოყალიბებასა და ადამიანთა რასის გადაშენებას შეუწყობს ხელს.

ჰოკინგი თავისთავად მადლობელია ხელოვნური ინტელექტის პრიმიტიული ფორმების, ბოლოს და ბოლოს პროფესორი დღეს რომ გვესაუბრება, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა.


ასე რომ რეგულაციის მხარეს დგას ორი მძიმეწონიანი ფიგურა, სტივენ ჰოკინგი და ილონ მასკი.

საინტერესოა, რომ ილონ მასკი მხოლოდ სიტყვებით არ იბრძვის ხელოვნურ ინტელექტთან, მისი კომპანია Neuralink-ი 2030 წლამდე აპირებს ევოლუციის ახალი საფეხურის შექმნას, სადაც სავარაუდოდ კიბორგები მოექცევიან ტვინთან მიერთებული პორტატული მიკროკომპიუტერებით და ამგვარად გაუწევენ კონკურენციას, მოსალოდნელ სინგულარობამდე 10 წლით ადრე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ელექტრო ავტობუსები - 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი
ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზ...
სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა - ჩინეთის ახალი პარანოია
ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმ...
ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ
სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი ...
ტექნოლოგიების ქალაქმა პოლიციელებისთვის უჩვეულო ტრანსპორტი შექმნა
დუბაი, ჩვენი პლანეტის ის ქალაქია სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს პირველები ნერგავენ, რობოტი პოლიციელე...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია