სექს-რობოტები, ღალატი თუ ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის გარანტი?
რობოტების ინდუსტრია იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე წარმოვიდგენდით. ინდუსტრიული საქმიანობის შემდეგ, სექს რობოტებმაც არ დააყოვნეს.

ერთ-ერთი ლიდერი კომპანია RealDoll, უკვე აწარმოებს რობოტებს რომლებსაც ეროგენულ ზონებში სენსორები აქვთ დამონტაჟებული, რასთან შეხების შემდეგაც გამოხატავენ სხვადასხვა რეაქციებს, იმახსოვრებენ მამაკაცის ქცევას და ცდილობენ შესაბამისად იმოქმედონ. ინდუსტრიას საკმაოდ სერიოზულად უყურებენ მსოფლიოში, ბარსელონაში უკვე არსებობს საროსკიპო, სადაც სილიკონის თოჯინები აკმაყოფილებენ მომხმარებლებს.


არაერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს საშიშროებაა ადამიანთა ურთიერთობისთვის, ხოლო მეორე კატეგორია კი თვლის, რომ ინდუსტრიის განვითარება ვერ შეცვლის ადამიანების ეროტიკულ ურთიერთობებს. ასევე არსებობს დამოკიდებულების რისკებიც. ცოტა ხნის წინ კი კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა მოსალოდნელი მკვლელობების შესახებ გაგვაფრთხილეს, აქტივისტები კი თვლიან, რომ სექს-რობოტები წაახალისებს ძალადობის კულტურას მამაკაცებში.

ბრიტანელ ფსიქიატრთა აზრებიც ორად იყოფა, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ეს წყვილებს შორის ურთიერთობებს ხელს შეუწობს და სქესობრივი პრობლემებისგან გამოწვეული სტრესული და არასასიამოვნო მდგომარეობისგან დაიცავს, თუმცა ამავე აზრს მათივე კოლეგები არ იზიარებენ.


თუ ამ ყველაფერს მომავლის პერსპექტივაში შევხედავთ, რა მოხდება თუ ცოლი გადაწყვეტს ღალატის შემთხვევაში, ადვოკატებს მიმართოს ქონების გადანაწილების საკითხებში? იურისტ ნილ ბრაუნის განცხადებით, კანონის მიხედვით, სექს-რობოტთან ურთიერთობა არ ჩაითვლება ღალატად. ბრაუნს ეთანხმება ბრიტანელ ქალთა 40%-იც თუმცა გამოკითხულები ამატებენ, რომ არ ესიამოვნებათ და გაბრაზდებიან თუ მათი მეორე ნახევარი სექს-რობოტთან გააბამს რომანს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, ამ ყველაფერზე განვითარებასთან ერთად, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ სექსუალური ურთიერთობა რობოტთან, მაინც ლტოლვის დაკმაყოფილების საშუალებაა, რასაც ადამიანები ისედაც ახერხებენ, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ამ ყველაფერზე ბევრად მეტია. ჩვენ ერთმანეთში მოგვწონს, ხასიათი, ტემპერამენტი, ქცევა, რაც უბრალოდ დაპროგრამებული რობოტებისგან რადიკალურად განგვასხვავებს. ჯერ-ჯერობით ბაზარზე არ გამოჩენილა მამაკაცი რობოტები, მაგრამ სამომავლოდ არაფერია გამორიცხული.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რო...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ელექტრო ავტობუსები - 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი
ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზ...
სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა - ჩინეთის ახალი პარანოია
ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმ...
ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ
სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია