კოსმოსური დაკრძალვა უკვე რეალობაა
გარდაცვალების შემდეგ ფერფლის კოსმოსში გაბნევა ალბათ ცხოვრების დასრულების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გზაა.
აქამდე მსგავსი რამ შეიძლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ ბევრის ოცნება აქცია რეალობად და უკვე ნოემბრიდან შესაძლებელია კოსმოსი საყვარელი ადამიანების საბოლოო განსასვენებლად ვაქციოთ.

Ascension Flights შეფილდის უნივერსიტეტის ორი კურსდამთავრებულის დაარსებული კომპანიაა. ისინი ბოლო რამდენიმე წელია კოსმოსში წარმატებით გზავნიან სხვადასხვა ობიექტებს. ბოლოს, მას შემდეგ რაც სპეციალურად შექმნილი ხომალდით ფერფლი გაფანტეს კოსმოსში, გეგმავენ, რომ ახალი სერვისი საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.

მათი აზრით, დედამიწა კოსმოსური ხანის ახალ ეტაპზე გადავიდა, მალე კოსმოსში ექსკურსიებიც კი შესაძლებელი იქნება. თუმცა იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც კოსმოსი იზიდავს იქ მოხვედრას ვერასოდეს შეძლებს. მათი სერვისი კი ოჯახებს საყვარელი ადამიანების ოცნების ასრულების შანსს აძლევს.

პაკეტი 1036 - დან 2470 დოლარამდე ჯდება და ფერფლის გაფანტვის ფოტო და ვიდეო გადაღებასაც მოიცავს.


The Ascension 1 craft, ასე ჰქვია ხომალდს, რომელსაც ფერფლის კოსმოსში წაღება ევალება. ხომალდი ტვირთით სავსე ყუთია, რომელსაც კამერა, მეთვალყურეობის მოწყობილობა და გამშვები მექანიზმი აქვს და წყალბადის აირით სავსე საჰაერო ბუშტზეა მიმაგრბული. როცა ხომალდი კოსმოსის ზღურბლს, დაახლოებით 25 კილომეტრის სიმაღლეს აღწევს, კომპიუტერი გამშვებ მექანიზმს ააქტიურებს, რის შედეგადაც ფერფლი ნელ-ნელა იფანტება. შემდეგ ბუშტი სკდება და სპეციალური პარაშუტი კონტეინერს დედამიწაზე აბრუნებს.

ჩამოყრილი ფერფლის ნაწილაკებს სტრატოსფეროს ქარები მთელ პლანეტაზე ფანტავს და დედამიწაზე წვიმის წვეთების ან თოვლის ფიფქების სახით ბრუნდება. თუმცა უფრო დიდი ნაწილი დედამიწის გრავიტაციას გაურბის და ვარსკვლავებისკენ აგრძელებს გზას.

კომპანიის თანადამფუძნებლის, კრის როუზის თქმით, ჩვენ ყველანი ვარსკვლავის მტვერი ვართ და ეს რიტუალი მათთვისაა, ვისაც კოსმოსის ხანის დასაწყისში მოუწია ცხოვრება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რო...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ელექტრო ავტობუსები - 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი
ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზ...
სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა - ჩინეთის ახალი პარანოია
ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმ...
ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ
სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია