ვინ არის ილონ მასკი?
ილონ მასკი თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მულტიმილიარდერი რამდენიმე ინოვაციურ პროექტს და გიგანტ კომპანიებს ფლობს. არის ლიდერი ელექტრომანქანებისა და სარაკეტო ბიზნესის წარმოებაში. იგი გამოირჩევა ამბიციური იდეებით, მისი სურვილია მარსის კოლონიზაცია, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტროთი ჩანაცვლება, ვაკუუმური ტრანსპორტის განვითარება, ხელოვნური ინტელექტის ორგანიზმში ტრანსპლანტირება და განუკურნებელი ნეიროდაავადებების განკურნვა.

1. ილონ მასკი დაიბადა 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში


2. იგი პოპულარული გახდა Tesla Motors-ითა და SpaceX -ით, თუმცა მან თავისი კაპიტალი Paypal-ის შექმნით გამოიმუშავა, რომელსაც მანამდე X.com ერქვა


3. ტონი სტარკი Iron Man-ის მთავარი პერსონაჟი, რობერტ დაუნ უმცროსისთვის ინსპირაცია სწორედ ილონ მასკი იყო. მასკი ფილმშიც მონაწილეობს როგორც სტარკის სტუმარი.

4. როგორც სტივ ჯობსს და სხვა ცნობილ ანთერფრენუარებს, მასკის ხელფასიც Tesla-ში $1-ს შეადგენს.

5. 12 წლის ასაკში თვითონ ისწავლა პროგრამირება და შექმნა ვიდეოთამაში Blastar, რომელიც $500-ად გაყიდა.


6. ილონ მასკი 2002 წლამდე არ ყოფილა ამერიკის მოქალაქე.

7. 17 წლის ასაკში მასკი სამხრეთ აფრიკიდან კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, კოლეჯი კი პენსილვანიაში დაამთავრა.

8. კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა კალიფორნიაში და ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, თუმცა ორი დღის შემდეგ მიატოვა სწავლა, რათა მთელი დრო ინტერნეტ ბიზნესისთვის დაეთმო


9. უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ მან დააარსა კომპანია Zip-2, რომელიც ინტერნეტ სერვისებს სთავაზობდა ბიზნესს, 1999 წელს კი 307 მილიონ დოლარად გაყიდა

10. 1999 წელს დაარსებული X.com შემდეგ ცნობილი როგორც Paypal, მასკმა კომპანია Ebay-ს 1.5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა (საიდანაც მას მხოლოდ $165 მილიონი შეხვდა)

11. ილონ მასკის დაარსებული კომპანია Tesla ლიდერი გახდა ამერიკის ბაზარზე როდესაც სხვა გიგანტი ავტომწარმოებლები კოტრდებოდნენ.


12. Tesla Model S 5.4 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების მაჩვენებელი აქვს 5 ბალიან სკალაზე. ყველაზე დიდი შეფასება რაც ავტომობილს უსაფრთხოებაში მიუღია.

13. მასკის ბიძაშვილების დაარსებული კომპანია Solarcity მზის ელემენტების მწარმოებელი მაგნატია, სადაც საკონტროლო პაკეტს ილონ მასკი ფლობს.

14. მან ასევე დააარსა SpaceX. ლიდერი სარაკეტო ბიზნესში, რომელმაც პირველმა განახორციელა გაშვებული რაკეტის, წარმატებული დაშვება. კომპანია აწარმოებს, კოსმოსურ ხომალდებსა და რაკეტებს. მათი მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს დანახარჯი კოსმოსში მოგზაურობისას და ყველა მსურველმა შეძლოს დედამიწიდან გამგზავრება.

15. როდესაც მასკმა  SpaceX შექმნა, მოუწია მთელი თავისი ქონების, ამ ბიზნესში ინვესტირება, რამაც მასკი გაკოტრების პირას მიიყვანა.


16. SpaceX-ს აქვს1.6 მილიარდიანი კონტრაქტი NASA-სთან, Falcon9-მ წარმატებით ჩაანაცვლა შატლი. SpaceX ამარაგებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.

17. მასკმა შეძლო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, გაფრენის ერთი მისია შეემცირებინა მილიარდი დოლარიდან 60მილიონამდე.

18. ილონი გვპირდება, რომ მისი Falcon9 რაკეტით შესაძლებელი იქნება, მარსზე კოლონიზაცია.


19. ილონ მასკი დაქორწინდა 3 ჯერ, აქედან ერთხელ პირველ ცოლზე, ხოლო ორჯერ ბრიტანელ მსახიობზე, რომელსაც ჯერ გაშორდა, შემდეგ კი თავიდან შეირთო ცოლად.

20. ილონს ჰყავს 5 ბიჭი, პირველი ცოლისგან (კანადელი მწერალი ჯასტინ ვილსონი) ტყუპები და სამტყუპი.


21. მასკს აქვს კომპანია, რომელიც კოსმოსში ეძებს ენერგიის სუფთა წყაროებს, ასევე აქვს სიმულაციური პროექტი, რაც ხალხს აძლევს საშუალებას, ნახონ თუ როგორი იქნება ცხოვრება მარსზე.

22. ილონ მასკი ასევე არის გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის წევრი.

23. იგი იმ ფილანტროპთა ჯგუფის წევრია, სადაც გაერთიანებულნი არიან: ბილ გეიტსი, რიჩარდ ბრენსონი, უორენ ბაფეტი და მარკ ცუკერბერგი.


24. მასკის გარაჟში მხოლოდ ორი შიგაწვის ძრავიანი მანქანა აყენია, ესენია Ford model t და Lotus E-spirit ჯეიმს ბონდის სერიებიდან, რომელიც წყალქვეშ დაცურავს. წყალქვეშა მანქანების იდეა, კი ილონს ძალიან მოსწონს და მომავალში აპირებს აწყობას.

25. ილონ მასკი Iron Man-ის გარდა ასევე მონაწილეობს The Simpsons-სა და Big Bang theory-ში.


26. მასკის პროექტებია ასევე : Neuralink - პროექტის იდეაა კომპიუტერის ტვინში ტრანსპლანტირება, Hyperloop-ვაკუუმური ტრანსპორტი და BoredCompany - რომელიც აშენებს სპეციალურ რელსიან გვირაბებს მანქანებისთვის.

27. ილონ მასკი SpaceX-ში სამუშაოდ მხოლოდ ამერიკელებს იყვანს, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მთავრობა არ აძლევს უფლებას, უცხოელები საიდუმლო კოსმოსურ პროექტში ჩართოს, აუცილებლობის შემთხვევაში, უცხოელმა კანდიდატმა უშიშროების სამსახურიდან უნდა მიიღოს სპეციალური დასტური.


28. მისი საყვარელი წიგნია “The hitchhiker’s guide to the galaxy”.

29. მასკს კვირაში 100 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს, გადანაწილებული ყველა კომპანიაზე.

30. ილონ მასკის წარმატება, განაპირობა დიდმა წარუმატებლობებმა, ორჯერ იყო გაკოტრების საზღვარზე, მეოთხე Falcon9 ნასესხები ფულით გაუშვა, წინა სამი გაშვება წარუმატებელი იყო. Tesla-ს დაფინანსება კი ბოლო დღეს მიიღო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
სტივენ ჰოკინგი და ხელოვნური ინტელექტი
სტივენ ჰოკინგმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და საზოგადოებას, ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა, რო...
ვისი ბრალია დონალდ ტრამპის Twitter ანგარიშის გათიშვა?
Twitter პროფილი @realDonaldTrump ამერიკის პრეზიდენტის, ყველაზე აქტიური პლათფორმაა საზოგადოებასთან ურ...
ელექტრო ავტობუსები - 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი
ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზ...
სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა - ჩინეთის ახალი პარანოია
ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმ...
ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ
სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია