ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში.
ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრივი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. ბაღის ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.
ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.