ბათუმის პიაცა

ბათუმი არ გამოგიშვებთ, სანამ სავსებით არ დაიპყრობს თქვენს გულს. თავისი მიზნის მისაღწევად ქალაქი მზადაა გაგაოცოთ და უამრავი სიურპრიზი მოგიძღვნათ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება აღმოაჩინოთ ქალაქის ძველი ნაწილის დათვალიერებისას?

 

ეკლესიები, ისტორიული შენობები ან, შესაძლოა, ძეგლები? ეს მეტად ბანალური იქნებოდა და არა ამ ქალაქის სტილის შესატყვისი. აქ, სამი საფეხმავლო ქუჩის გადაკვეთაზე, მდებარეობს ნამდვილი იტალიური მოედანი – პიაცა. შენობები, რომლებიც ქმნიან მის ანსამბლს, მორთულია ვიტრაჟებით, მოზაიკითა და მხატვრული მოხატულობით. აქ ყოფნისას ძველი ევროპული ქალაქის შეგრძნება იქმნება, თუმცა ეს მოედანი მეტად ახალგაზრდაა. მოხვდა რა ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციის პროგრამაში, იგი 2010 წელს განახლდა. მოედნის პროექტი შექმნა ახალგაზრდა არქიტექტორმა, ვაჟა ორბელაძემ, რომელსაც, ალბათ, ნამდვილად არ უფიქრია, რომ მისი ქმნილება ასეთ პოპულარული გახდებოდა.

 

ბევრი საუბრობს პიაცისა და ვენეციის მთავარი მოედნის, სან-მარკოს, მსგავსებაზე. გარეგნულად ისინი რაღაცით მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მასშტაბით, „ვენეციელი“ მეტად წინ უსწრებს „ბათუმელს“. ამ მოედნის გაშენების მთავარი მიზანი იყო ქალაქში საფეხმავლო ზონის შექმნა. ავტომობილის მოძრაობა თუმცა დაშვებულია, მანქანა იშვიათად გაივლის, ამიტომ ფეხით სეირნობის მოყვარულნი აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ. პიაცის ტერიტორიაზე მრავალი კაფე და რესტორანია, ხოლო გარშემო შენობებში – რამდენიმე თანამედროვე სასტუმროა განლაგებული. ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული, საათიან კოშკშია და მის მდგმურებს შეუძლიათ დღე-ღამის განმავლობაში ადევნონ თვალი მოედნის ცხოვრებას. აქ ძალიან ხშირად ტარდება საქალაქო კულტურულ-მასობრივი სანახაობები, ოფიციალური მიღებები და სახელგანთქმული ვარსკვლავების კონცერტები. სიბნელის დადგომისასაც კი არ ჩერდება სიცოცხლე, პირიქით, უფრო ძლიერად ჩქეფს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვარძია- კლდეში ნაკვეთი ქალაქი (Euronews)
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. ...
ალი და ნინო
ბევრი ბათუმს სიყვარულის ქალაქს უწოდებს და არცთუ - უბრალოდ. აქ გამეფებული განსაკუთრებული ატმოსფერო და...
ბაგრატის ტაძარი
აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული...
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ეს ადგილი ...
საქართველო
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
25.06.19
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდა...
ბაგრატის ტაძარი
26.06.19
აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული...
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
EUR
1
3.0341
EUR
USD
1
2.6145
USD
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია