
მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში,
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ეს ადგილი სავსეა უნიკალური
ბუნებრივი ღირშესანიშნაობებითა და ისტორიული ძეგლებით.
მარტვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანიონია საქართველოში. აქ
დაგხვდებათ უმრავი ჩანჩქერი და სუფთა, ცისფერი წყალი! შეგიძლიათ
იქირავოთ ნავი, რომლითაც დაუვიწყარ მოგზაურობას შეუდგებით კანიონის
კლდეებს შორის. ასევე, ნახავთ კანიონის მთელ სიგრძეზე ჩამოშვებულ
ლიანებს და პატარა რუებს.
ყველაზე ცხელ დღესაც კი მარტივლის კანიონის ტერიტორიაზე გრილა,
ამიტომაც ეს ადგილი საუკეთესოა თუ გსურთ გაექცეთ ზაფხულის
სიცხეს.
გაზაფხულობით, როცა თოვლი დნება, კანიონის მდინარის სიღრმე 6
მექტია და ჩანჩქერიც განსაკუთრებული სიძლიერით და ხმაურით
ეშვება სიმაღლიდან.
კანიონის შეგიძლიათ ესტუმროთ ადგილობრივი ტრანსპორტისგ გამოყენებით ქალაქ ქუთაისიდან. ტრანსპორტი კანიონამდე მიგიყვანთ, შემდეგ კი თავად უნდა დაეშვათ მდინარისკენ.