მცხეთა


ქალაქი მცხეთა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ის ერთ- ერთი ყველაზე ძველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს 20 კილომეტრში დედაქალაქ თბილისიდან.

ძვ. წ. III-დან  V  საუკუნემდე მცხეთა იყო ძველი ქართული სამეფოს იბერიის დედაქალაქი და ის ითვლება ერთ- ერთ ყველაზე რელიგიურ ქალაქად საქართველოში.  სწორედ ამ ქალაქმა დაუდო საფუძველი ქრისტიანობას საქართველოში.  ძველ დროში  მცხეთაზე გადიოდა უძველესი სავაჭრო გზაც.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი მონუმენტებია ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურაში. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ შიომღვიმის მონასტერი.

მცხეთა

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი


XI საუკუნეში აშენებული ქართული არქიტექტურის ეს საოცარი ნიმუში მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ქვეყნის რელიგიური ცენტრი. ტაძრის ირგვლივ კედელი ააშენა მეფე ერეკლე II -მ 1787 წელს. მისი შიდა კედლები კი, ერთ დროს, მთლიანად მოხატული იყო შუა საუკუნეების ფრესკებით, მაგრამ  ბევრმა მათგანმა ვერ მოაღწია დღევანდელ დღემდე. კედლებს ამშვენებს მართლმადიდებლური ჯვრები, ამ ჯვრების ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ საქართველოს ნაციონალურ მუზეუმში. ტაძრის ქვის კედლები მოხატულია ყურძნის მტევნებით, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის უძველეს ღვინის დაყენების ტრადიციასს. კათედრალს იცავს იუნესკო.

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

VI საუკუნეში ეს მონასტერი აშენდა არგვისა და მტკვრის მდინარეების შესართავთან მთის წვერზე. გადმოცემით, ამ ადგილას მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა იქადაგა წმინდა ნინომ და ქრისტიანობაზე  მოაქცია იბერიის მეფე მირიან III. მონასტრის მნიშვნელობა იზრდებოდა დროთა განმავლობაში და იზიდავდა უამრავ მომლოცველს. შუა საუკუნეებში მას აუშენეს ქვის გალავანი და კარიბჭე, რომლის ნაწილის ნახვა დღესაც არის შესაძლებელი. საბჭოთა კავშირის პერიოდში კვრის მონასტერი განიხილებოდა, როგორც ნაციონალური ძეგლი, თუმცა მისი მონახულება რთული იყო ახლოსმდებარე სამხედრო ბაზის არსებობის გამო. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი მონასტერმა ისევ დაიწყო აქტიური რელიგიური ღვითსმსახურება


შიომღვიმეს მონასტერი

 

მონასტერი მდებარეობს მცხეთიდან 8 კილომეტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მონასტერი ააშენა ერთ-ერთმა ასურელმა მამა შიომ VI საუკუნის მეორე ნახევარში. გადმოცემის მიხედვით შიომ ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა განმარტოებით მღვიმეში მცხეთი ახლოს, რომელსაც შესაბამისად, დაერქვა შიომღვიმე.  მონასტერმა სახე იცვლა მე-11 და მე-18 საუკუნეებში, თუმცა მისი  ძირითადი ნაწილები დღემდე არის უცვლელად შემორჩენილი.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვარძია- კლდეში ნაკვეთი ქალაქი (Euronews)
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. ...
ბათუმის პიაცა
ბათუმი არ გამოგიშვებთ, სანამ სავსებით არ დაიპყრობს თქვენს გულს. თავისი მიზნის მისაღწევად ქალაქი მზად...
ალი და ნინო
ბევრი ბათუმს სიყვარულის ქალაქს უწოდებს და არცთუ - უბრალოდ. აქ გამეფებული განსაკუთრებული ატმოსფერო და...
ბაგრატის ტაძარი
აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული...
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ეს ადგილი ...
საქართველო
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
25.06.19
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდა...
ბაგრატის ტაძარი
26.06.19
აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული...
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
EUR
1
3.0341
EUR
USD
1
2.6145
USD
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია