მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?

ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მიჯაჭვულობაა. ადამიანები დამოკიდებულნი არიან ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, თამაშებზე, სიგარეტზე, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე. ამ ფონიდან გამომდინარე, უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა: არის თუ არა მიჯაჭვულობა დაავადება?


 

ნარკოდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი ( The National Institute of Drug Abuse) თავის აზრს ნათლად აყალიბებს: „მიჯაჭვულობა ტვინის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება ნარკოტიკის მუდმივი სურვილითა და გამოყენებით, მიუხედავად მისი დამაზიანებელი ეფექტისა. ის ცვლის ტვინის სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკას. ცვლილებები, რომლებსაც მიჯაჭვულობა იწვევს ხანგრძლივი ეფექტით ხასიათდება და იწვევს საფრთხის შემცველ, ხშირად პიროვნულად დამანგრეველ ქცევას.“

 

ეს მოსაზრება საყოველთაოდ მიღებული სულაც არაა. მაგალითად, „Psychology Today”-ს ბლოგერი და მიჯაჭვულობის, როგორც ქცევის, ექსპერტი სტენტონ პილი უარყოფს ამ მიდგომას და ამბობს: „ყველა ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მიჯაჭვულობა დაავადებაა, გაბათილებულია როგორც მეცნიერული, ისე ყოველდღიური დაკვირვების შედეგად შექმნილი თვალსაზრისით და ეს ვრცელდება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზეც კი.“

მიჯაჭვულობის, როგორც პრობლემის აღსაქმელად, საჭიროა გვესმოდეს პიროვნების არსი, ვიცოდეთ რა ქმნის ადამიანის აზროვნებას და რა სახისაა ის.

ადამიანის აზროვნება ორი ნაწილისგან შედგება: რაციონალური აზროვნება/ფიქრისა და განსჯის უნარი (deliberative mind) და შინაგანი რეფლექსებით აზროვნება (self-reflective mind).

მიჯაჭვულობა არის პროცესი, როცა შინაგანი რეფლექსების მიხედვით აზროვნება დიდწილად თრგუნავს რაციონალურს. სიგარეტის ნაფაზი, რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი, კოკაინი ან ოპიოიდით მოპოვებული უმტკივნეულო სიცარიელე - რაზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი, ყველაფერს პიროვნული რეფლექსებით აზროვნება „ითხოვს“.

მიჯაჭვულობის ტიპური სახე მაშინ ვლინდება, როცა რაციონალური აზროვნებას აღარ შეუძლია რაიმე გავლენა იქონიოს და აკონტროლოს შინაგანი რეფლექსები. ეს მაშინ ხდება როცა რაიმეზე დამოკიდებული ადამიანი ამბობს რომ ვერ შველის ამ მიჯაჭვულობას, თუმცა იცის, რომ უნდა ეცადოს.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ ისევ დავუბრუნდებით კითხვას, თუ რამდენადაა მიჯაჭვულობა დაავადება, პასუხი შემდეგი იქნება: მთლიანობაში, დამოკიდებულება არ ეკუთვნის დაავადებათა რიგს, რადგან ის არ იწვევს ტვინის ფუნქციის დარღვევას. ტიპური დაავადებები, როგორიცაა კიბო ან გულის ავადმყოფობა, იწვევენ ბიოლოგიური ფუნქციების დარღვევას, რაც საფრთხის შემცველია.

თუმცა მიუხედავად ამისა, დამოკიდებულება მნიშვნელოვან ცვლილებებს იწევს ტვინში (განსაკუთრებით ისეთი ნარკოტიკები, როგორიცაა ოპიოიდი.) და ეს ნამდვილადაა ისეთი რამ, რასაც ადამიანის აზროვნების რაციონალური ნაწილი ვერ არეგულირებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ოპიოიდზე დამოკიდებულების მოშორებას სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია სჭირდება.

ამრიგად, მიჯაჭვულობა საკმაოდ ძლიერი და პრობლემური ჩვევაა, რომელიც ააქტიურებს შინაგანი რეფლექსებით აზროვნებას და თრგუნავს რაციონალური ფიქრის უნარს. თუმცა ის ნამდვილად არ თავსდება ტიპური დაავადებების რიგში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი ესმით უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ?
რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Cognitive Processing - ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები მაღალი IQ - ს ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია