Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება
ერთმანეთსიგან. თუმცა საინტერესოა, რა ხდება ტვინში მაშინ, როცა ადამიანი ორგაზმს
განიცდის და განსხვავდება თუ არა ამ დროს ტვინის მოქმედება სქესობრივად.

შეიძლება უცანურად ჟღერდეს, მაგრამ ორგაზმი ბევრად უფროა დაკავშირებული ტვინთან,
ვიდრე სხეულთან. ფიზიოლოგია, რა თქმა უნდა, თამაშობს ძალიან დიდ როლს, მაგრამ
ადამიანის ტვინი ორგაზმის დროს აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ეს ვინმეს შეუძლია
წარმოიდგინოს.

სექსუალური აქტის დროს, ჩვენი ტვინი „სიამოვნების ცენტრად“ გადაიქცევა-ხოლმე, რათა
გვაუწყოს, რა არის სასიამოვნო და რა - არა. გენიტალიებიდან სხვადასხვა ნერვი
უკავშირდება ტვინს და აძლევს მას სენსაციის გამოცდილებას. ეს დაგვეხმარება ავხსნათ ის,
თუ რატომ აწვდის სხვადასხვა სენსაციის სტიმულებს ტვინი იმის მიხედვით, თუ სხეულის
რომელ ნაწილზე ხდება შეხება. ფრანგულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალი ორი ტიპის -
ვაგინალურ და კლიტორულ - ორგაზმს განიცდის, რაც განსხვავებულ სისხლის მიმოქცევასა
და სენსაციებს გულისხმობს. ეს ორგაზმები ასევე შეიცავს ნერვების სხვადასხვა ტიპს.

მაგალითად, კლიტორულ აღგზნებას 8 000-მდე ნერვული დაბოლოების ჩართულობა იწვევს.
როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, არსებობს ოთხი ტიპის ნერვი, რომელიც
პასუხისმგებელია ტვინიდან ინფორმაციის გაგზავნაზე ორგაზმის დროს:
1. ჰიპოგასტრალური ნერვი (hypogastric) - ქალის ორგანიზმში გზავნის სიგნალს
საშვილოსნოდან და საშვილოსნოს ყელიდან, ხოლო მამაკაცისაში - პროსტატიდან.
2. მენჯის ნერვი (pelvic) - ქალებში: ვაგინიდან და საშვილოსნოს ყელიდან. ასეევე, სწორი
ნაწლავიდან, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში.
3. სასქესო ნერვი (pudendal) - ქალის ორგანიზმში გზავნის სიგნალს კლიტორიდან, მამაკაცის
ორგანიზმში - სათესლე პარკიდან და პენისიდან.
4. მოხეტიალე ნერვი (vagus) - ქალის ორგანიზმში გზავნის სიგნალს საშვილოსნოდან,
საშვილოსნოს ყელიდან და ვაგინიდან.

სექსუალური აქტის დროს „მეცხრე ცაზე“ ყოფნის განცდა დაკავშირებულია იმ ნერვებთან,
რომლებიც იგზავნება ტვინის „სიამოვნების ცენტრში“. სექსუალური აღგზნება ტვინს
„ტბორავს“ ნეიროქიმიკატების დიდი რაოდენობით. ეს არის ქიმიური მესენჯერები,
რომლებიც ქმნიან ემოციებს, შეხების შეგრძნებას და თუ „Psychology Today”-ს დავუჯერებთ,
სიყვარულსაც კი. სიამოვნების დონე სწორედ ამ ქიმიკატების გამოყოფის რაოდენობაზეა
დამოკიდებული. ეს „ზომავს“ ადამიანის ორგაზმის ინტენსივობას. ტვინის არეები,
რომლებიც სექსუალური აღგზნების ზეგავლენის ქვეშაა მოიცავს ამიგდალას, nucleus
accumbens (რეგიონი ძირითად წინატვინში), ventral tegmental area (ნეირონები, რომლებიც
მდებარეობენ შუატვინთან ახლოს), ნათხემს და ჰიპოფიზს.

ორგაზმის დროს ტვინის მარცხენა თვალის უკან მდებარე რეგიონი ითიშება. ეს რეგიონი
მიჩნეულია „მიზეზთა გამოძახილად“ და აკონტროლებს ქცევას. „Journal of Neuroscience” - ში
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტვინი ორგაზმის დროს
ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინის მსგავსია.


Rutgers University Research
რატჯერსის უნივერიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლეს ქალის ტვინი ორგაზმის დროს
და აღმოაჩინეს, რომ ტვინში სხვადასხვა რეგიონები აქტიურდებოდნენ, იმის მიხედვით თუ
სხეულის რა ნაწილზე შეხებისას იქმნებოდა სექსუალური აღგზნება. საბოლოოდ,
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგაზმის დროს ქალის ტვინში აქტიურდება 30 სხვადასხვა
ნაწილი და მათ შორისაა ის ცენტრები, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებზე, შეხებაზე,
სიამოვნებაზე, კმაყოფილებაზე და მეხსიერებაზე.
ორგაზმამდე ორი წუთით ადრე აქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელიც ასოცირდება
ჯილდოსა და წახალისებასთან (ეს უბანი აქტიურდება ჭამისა და დალევის დროსაც). ბოლო
ნაწილი, რომელიც ორგაზმამდე აქტიურდება არის ჰიპოთალამუსი. ეს უბანი არეგულირებს
ტემპერატურას, შიმშილს, წყურვილსა და დაღლილობას.

გარდა ამისა, მიმდინარე კვლევებმა გამოავლინა ის ქიმიური განსხვავებები, რომელი იწვევს
სხვადასხვა ქცევას სექსუალური აქტის დროს ქალებსა და მამაკაცებში. „Spire Liverpool
Hospital”-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სექსის დროს ქალები გამოიმუშავებელ=ნ
ოქსიტოცინის უფრო მაღალ დონეს. ეს არის ჰორმონი, რომელიც იწვევს ემოციურ
მიჯაჭვულობას პარტნიორის მიმართ. განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ ეს ჰორმონი
გამოიყოფა ერთი და იგივე რაოდენობით ერთღამიანი ურთიერთობის დროსაც და
სერიოზულ ურთიერთობაშიც. მამაკაცებში, ქალებისგან განსხვავებით, ორგაზმი
ასტიმულირებს ნერვულ სისტემას დოპამინის გამომუშავებისთვის. ეს არის სიამოვნების
ჰორმონი და შეიძლება ადამიანი დამოკიდებულიც კი გახდეს მასზე.

ასევე განმასხვავებელი ნიშანია Periaqueductal gray (PAG). ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც
აქტიურია ქალებში სექსის დროს და კაცებში არ აქტიურდება. მეტიც, ქალები განიცდიან
ამიგდალასა და ჰიპოკამპუსის მოქმედების კლებას, რაც ეხმარება მათ აკონტროლონ შიში და
შფოთვა ორგაზმის დროს.

გარდა ორგაზმზე რეაგირებისა, ტვინს შეუძლია შეასრულოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
როლი. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ორგაზმს
მხოლოდ ფიქრის მეშვეობით.
რატჯერსის უნივერსიტეტში, მკვლევრები დაინტერესდნენ ტვინსა და სექსს შორის კავშირით
და ჩაატარეს ექსპერიმენტი მაგნიტო-რეზონანსული დასხივების ქვეშ, რათა დაკვირვებოდნენ
მენტალურ ორგაზმს.

მათ იპოვეს ტვინის ის ნაწილები, რომლებიც აქტიურდებოდნენ ორგაზმის დროს და
ნათდებოდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ ტვინს, ყოველგვარი ფიზიკური
სტიმულაციის გარეშე შეუძლია ორგაზმის განცდა.
მენტალურად შექმნილი ორგაზმი მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა. პროცესში მძიმე სუნთქვა
და ღრმა კონცენტრაციაა ჩართული.

როგორც ამ კვლევებით ჩანს, მხოლოდ მდედრობით სქესს შეუძლია ამ ტიპის ორგაზმის
განცდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მამაკაცებს ეს შეუძლიათ.


გარდა ამისა, ორგაზმის ინტენსივობა ქალებში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცებში.
მაგალითად, ქალის ორგაზმი გრძელდება 20 წამი, ხოლო მამაკაცებში - 10 წამი.
ამრიგად, ფსიქოლოგიას წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგაზმის
განცდის შესაძლებლობაზე. უდავოა, რომ ტვინი ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური
ორგანოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინი კარნახობს სხეულს. დიახ, ადამიანს სჭირდება
გენიტალიები სექსუალური აქტისთვის, მაგრამ ვერასდროს განიცდის ორგაზმს ტვინის
გარეშე.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი ესმით უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ?
რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Cognitive Processing - ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები მაღალი IQ - ს ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია