ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველოში და ასევე ხელმძღვანელობდა, აბასთუმანის ობსერვატორიას (1932). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის კურსდამთავრებული და მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორი, ასევე იყო საერთაშორისო ასტრონომიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

1937 წელს ევგენი ხარაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, დააარსა ასტრონომიის კათედრა.
აბასთუმნის ცის უნიკალურმა გამჭვივალობისა და მოწმენდილი ღამეების დიდი რიცხვის გათვალისწინებით, ევგენი ხარაძემ დაკვირვებითი ასტრონომიის განვითარების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ობსერვატორიის მრავალპროფილიან დაწესებულებად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

აბასთუმნის ობსერვატორიამ თავისი მუშაობა ვარსკვლავთშორისო შთანთქმის, მაშინ სულ ახალი, ურთულესი პრობლემით დაიწყო, რამდენადაც მან თავისი ძირითად მიმართულებად გალაქტიკის სტრუქტურის კვლევა აირჩია.

ძალიან მალე ამ მიმართულებით ევგენი ხარაძის მიერ შესრულებულმა პირველმა ფუნდამენტალურმა ნაშრომმა “ვარსკვლავთშორისი სინათლის შთანთქმის გამოკვლევა ფერის მაჩვენებელთა მეთოდით”, ობსერვატორიას ფართო აღიარება მოუპოვა. ეს ნაშრომი გახლდათ შეჯამება ხანგრძლივი, მიზანდასახული შრომისა. ამ ნაშრომში შესწავლილია სინათლის მშთანთქმელი ნივთიერების განაწილება გალაქტიკის ჩვენთვის მისაწვდომ ნაწილში. ამ მიზნით ფოტომეტრულად (ორ ფერში) იყო შესწავლილი 14000 ვარსკვლავი, განლაგებული კაპტეინის საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებულ 43 შერჩეულ არეში.


1952 წელს გამოქვეყნდა ევგენი ხარაძის ფუნდამენტალური მონოგრაფია: “14000 ვარსკვლავის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი და გალაქტიკაში სინათლის შტანთქმის გამოკვლევა ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების საშუალებით”, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმ დროის სამეცნიერო წრეებში.

საკავშირო ასტრონომიული კავშირის 1953 წლის ბიულეტენში წერდნენ: აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ დიდ წარმატებას მიაღწია ვარსლვლავთსორისო ნივთიერების შესწავლის საქმეში. მიუხედავად სინათლის შთანთქმის განსაზღვრის მიზნით შესრულებული აუარებელი სამუშაოებისა, მანამდე არ არსებობდა დიდი რაოდენობის, საკმარისად ერთგვაროვანი სისტამატიური განსაზღვრები გალაქტიკის სხვადასხვა სიღრმეებში. ე. ხარაძის სამუშაო შემდგომშიც უდიდეს წვლილს შეიტანს სამყაროში კოსმოსური შთანთქმის საერთო სურათის სწორ წარმოდგენაში.

ევგენი ხარაძის მოღვაწეობაში ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკვლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს.

ევგენი ხარაძე გარდაიცვალა 2001 წელს, 10 ოქტომბერს, მისი გარდაცვალების შემდეგ აბასთუმანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მისი სახელი მიენიჭა.
დიდი ქართველი მეცნიერის დაბადებიდან 31 ოქტომბერს 110 წელი გავიდა.




წყარო:observatory.iliauni.edu.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი ესმით უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ?
რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Cognitive Processing - ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები მაღალი IQ - ს ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია