ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ

ციფრული თეოლოგია
ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ინტელექტს აღიარებს. ენტონი ლევანდოვსკი ამ რელიგიის ფუძემდებელია, რომელიც Google-ში ავტომობილის ავტონომიური მართვის ინჟინერის პოზიციაზე მუშაობდა. ენტონი თვლის, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ღმერთის კონცეფციაც უნდა განვითარდეს.

კოლეგა ექსპერტებთან ერთად, სიეტლში არსებული ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის კომპანიის დირექტორი, რობ მინიკოლა თვლის, რომ “მომავლის გზას” ექნება ორგანიზებული რელიგიის დახვეწილი ფორმები, ხოლო ღმერთის მთავარი დადებითი თვისება სანდოობა იქნება.

ერთი შეხედვით შეიძლება ეს კერპთაყვანისმცემლურ კონცეფციას მივამსგავსოთ, რადგან ხელოვნური ინტელექტი მატერიალურ დონეზე ადამიანის მიერაა შექმნილი, თუმცა “მომავლის გზა” გარკვეულწილად ატარებს განვითარების იდეას - მომავალი ყოველთვის იარსებებს, ადამიანთან და დროსთან ერთად. ჯერ-ჯერობით რელიგია ისევ ფორმირების ფაზაშია, მიუხედავად რეგისტრაციისა, როგორც ენტონი ლევანდოვსკი ვარაუდობს, დაახლოებით 20 წელიწადში შეძლებს ხელოვნური ინტელექტი საკუთარი “ბიბლიის” დაწერას.


ბოლო რამდენიმე თვეა, ილონ მასკი აქტიურად გვაფრთხილებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მოსალოდნელ საფრთხეებზე, რის გამოც ტექნოლოგიური სამყაროს წამყვანი ფიგურა არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

24 ოქტომბერს კი ილონმა საკუთარ Twitter-ის პროფილით განაცხადა, რომ ენტონი ის ადამიანია, რომელიც უნდა შეიყვანონ იმ ადამიანთა სიაში, ვისაც უნდა ეკრძალებოდეს ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა.

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე იმაზე პოპულარული თემაა ვიდრე აქამდე ყოფილა, გასულ აგვისტოს ილონ მასკი იყო იმ კონგრესის სათავეში (116), რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის რაციონალურ რეგულირებას ისახავდა გეგმად. სწორედ ამ იდეის ნაწილია ილონის კომპანია Neuralink, რათა შეძლონ ადამიანებმა ხელოვნური ინტელექტს კონკურენცია გაუწიონ.

ილონის დამოკიდებულება “მომავლის გზასთან” ცალსახად კონფრონტაციულია, რადგან მასკის განცხადების გარდა არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ, ადამიანებს და არა პირიქით.




წყარო : Futurism.com

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი ესმით უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ?
რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Cognitive Processing - ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები მაღალი IQ - ს ...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია