ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი ესმით უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ?
რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Cognitive Processing - ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები მაღალი IQ - ს შავ იუმორთან კავშირზე საუბრობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლემიკა დღესაც მიმდინარეობს, თუ რამდენად მართებულია ამგვარი დასკვნების გამოტანა.



კამათის საგანი, ყველაზე ხშირად ანიმაციური სერიალი „რიკი და მორტია,“ რომელიც მართლაც გამოირჩევა შავი იუმორით და დედამიწის ზურგზე არაფრის დაცინვას ერიდება. ამიტომ გადავწყვიტეთ ზემოთხსენებული კვლევის მიმოხილვის გაკეთება და მისგან გამომდინარე დასკვნებისთვის თვალის გადავლება.

ნაშრომის გამოქვეყნებამდე მიჩნეული იყო, რომ ადამიანებს, რომელთაც შავი იუმორი მოსწონთ, პირქუში ხასიათი და სადიზმისკენ მიდრეკილება აქვთ. ადრინდელ კვლევებში შავი იუმორის გაგებასა და ინტელექტის კოეფიციენტს შორის კორელაციაც იკვეთებოდა. თუმცა შავი იუმორის დაფასება კიდევ რამდენიმე ფაქტორზე აღმოჩნდა დამოკიდებული, კერძოდ აგრესიის დონეზე და ადამიანის ზოგად განწყობაზე.

საკითხის უკეთ შესასწავლად, მკვლევარების ჯგუფმა, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტი ჩაატარა. შერჩევაში 156 ადამიანი მოხვდა, საშუალოდ 33 წლის ასაკის და განათლების სხვადასხვა ბაზით.

მონაწილეებს ჯერ IQ ტესტის გაკეთება სთხოვეს, რომელიც ვერბალურ და არავერბალურ უნარებს ამოწმებდა, შემდეგ კი, ცნობილი ილუსტრატორის ული შტაინის, 12 ნახატი აჩვენეს. ნახატები შავი იუმორის კომპონენტებს შეიცავდა. მაგალითად, ერთ ერთ მათგანზე გამოსახული იყო სიტუაცია საავადმყოფოში. ექიმი ფეხმძიმე ქალს და მის ქმარს ეუბნება, რომ მათი შვილი პარკინგისთვის ადგილს ყოველთვის იპოვის. მოსალოდნელია, რომ ასეთ ვიზუალურ მასალას სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვებოდა.

პასუხების მიხედვით სამი ძირითადი ჯგუფი გამოიკვეთა. პირველი, ადამიანები, რომლებიც კარგად აღიქვამენ და აფასებენ შავ იუმორს. აღმოჩნდა, რომ მათ საშუალოზე მაღალი IQ და კარგი განათლება აქვთ. გარდა ამისა, ნაკლებად აგრესიულები არიან და ზოგადად ცუდი განწყობა არ ახასიათებთ.

მეორე ჯგუფმა, ხუმრობები საშუალოდ აღიქვა, მაგრამ მის წევრებს ყველაზე ნაკლებ სასაცილოდ ეჩვენათ ისინი. ამ ადამიანებს საშუალო ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდათ, თუმცა აგრესიის მაღალი დონით და უარყოფითი განწყობით გამოირჩეოდნენ.

მესამე ჯგუფში გაერთიანებულმა ადამიანებმა შავი იუმორი საშუალოდ აღიქვეს და ასევე საშუალოდ სასაცილოდ მიიჩნიეს. ამ ადამიანებსაც საშუალო IQ და აგრესიის დონე აღმოაჩნდათ და, უფრო მეტად პოზიტიური განწყობისკენ იყვნენ მიდრეკილნი.

შედეგებიდან გამომდინარე, მართლაც არსებობს რაღაც კავშირი ინტელექტის კოეფიციენტს და შავი იუმორის გაგებას შორის. ერთ-ერთი ვარაუდით ეს იმიტომ ხდება, რომ შავი იუმორი უფრო კომპლექსურია, ჭკვიანურ ენობრივ კონსტრუქციებს ეფუძნება და მისი უცბათ გააზრება სწრაფ კოგნიტურ დამუშავებას მოითხოვს.

მაგრამ კვლევიდან ისიც გამოიკვეთა, რომ შავი იუმორის აღქმა არა მხოლოდ ინტელექტის კოეფიციენტზე, არამედ განწყობაზე და აგრესიულობაზეც დამოკიდებულია - ბუნებრივია, რაც უფრო ხალისიანია ადამიანი, მით უფრო მიდრეკილია სიცილისკენ.

კვლევიდან არ გამომდინარეობს, რომ ის ადამიანები, ვისაც შავ იუმორზე არ ეცინება სულელები არიან. ნაშრომს მხოლოდ იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ თუ შავი იუმორი მოგვწონს, შესაძლოა მაღალი IQ გვქონდეს. ანუ, თუ "რიკი და მორტი მოგვწონს" შეიძლება საშუალოზე მაღალი IQ აღმოგვაჩნდეს, მაგრამ თუ ამ მულტფილმზე არ გვეცინება, ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი გვაქვს. 
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია