რაში გვჭირდება ჯოჯოხეთურად ცხელ პლანეტაზე აღმოჩენილი ტიტანის ოქსიდი?
WASP-19b ძალიან ცხელი ეგზოპლანეტაა, ჩვენგან დაახლოებით 900 სინათლის წლის დაშორებით. მას ზოგჯერ „ცხელ იუპიტერსაც“ უწოდებენ - მისი მასა დაახლოებით იუპიტერის მასის ტოლია.
თუმცა WASP-19b თავის მზესთან ძალიან ახლოს არის, იმდენად ახლოს, რომ მის გარშემო მთელი ბრუნის შესრულებას სულ რაღაც 19 საათს ანდომებს. წარმოგიდგენიათ რამდენად ცხელი შეიძლება იყოს ასეთი პლანეტა? მისი ატმოსფეროს ტემპერატურა დაახლოებით 2000 გრადუსია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები, სავარაუდოდ, არ იქნება, მან მაინც მიიქცია ასტრონომების ყურადღება. როცა პლანეტა ვარსკვლავის წინ ჩაივლის მის ატმოსფეროს მზის სხივები ხვდება, რაც კვალს ტოვებს იმ სინათლეზე, რომელიც შემდეგ პლანეტიდან დედამიწამდე აღწევს.


ზუსტად ეს მონაცემები გააანალიზეს ასტრონომებმა FORS2 - ს დახმარებით და დაადგინეს რომ პლანეტის ატმოსფერო ცოტა წყალს, ნატრიუმს და ტიტანის ოქსიდს შეიცავდა.

ტიტანის ოქსიდი დედამიწაზე იშვიათად გვხვდება, როგორც წესი, მას ცივი ვარსკვლავების ატმოსფეროები შეიცავს. WASP-19b - ს მსგავს ცხელ პლანეტებზე ტიტანის ოქსიდი სიცხეს იწოვს. თუ ეს ნივთიერება საკმარისი რაოდენობით იქნება ატმოსფეროში სითბოს შესვლას და გამოსვლას ხელს შეუშლის. ეს იწვევს თერმულ შებრუნებას - ატმოსფეროს ზედა ნაწილი ქვედაზე თბილი იქნება. მსგავსი ეფექტი აქვს ოზონს დედამიწაზე და შებრუნებას სტრატოსფეროში იწვევს.

მეცნიერები უკვე ერთ წელზე მეტია ამ პლანეტას იკვლევენ, მიღებულ მონაცემებს სხვა პლანეტის ატმოსფეროებს ადარებენ. ეს ახალი ინფორმაცია, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არსებული ტიტანის ოქსიდის, სხვა მეტალის ოქსიდების და სხვა ნივთიერებების შესახებ, შეიძლება ეგზოპლანეტების ატმოსფეროების უკეთესი მოდელების შესაქმნელად გამოიყენონ.გაუმჯობესებული მოდელები კი მონაცემების ინტერპრეტაციის მეტ საშუალებას იძლევა და უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმ პლანეტებზე, რომლებზეც სიცოცხლის არსებობა, პოტენციურად, შესაძლებელია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია