ბილ გეიტსი და რიჩარდ ბრენსონი ხელოვნურმა ხორცმა გააერთიანა
Memphis Meats კომპანიაა რომელიც მუშაობს ლაბორატორიული ხორცის შექმნაზე ღეროვანი უჯრედების დახმარებით.

ღეროვან უჯრედს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი აქვს. მისი დანიშნულებაა საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმის რეგენერაცია. კომპანია ლაბორატორიულად აწარმოებს ხორცს, რომლის დამზადების პროცესიც არ საჭიროებს ცხოველების დაკვლას.

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა, რიჩარდ ბრენსონმა და ბილ გეიტსმა გადაწყვიტეს Twitch (გეიმინგ სტრიმი) დამაარსებელ კაილ ვოთან და ილონ მასკის ძმა, კიმბალ მასკითან ერთად ფული დააბანდონ ლაბორატორიული ხორცის ბიზნესში (17მილიარდი).



კომპანია პირველ ეტაპზე აპირებს შექმნას იხვის, საქონლის და ქათმის ხორცი. ჯერ-ჯერობით მათი ნაწარმის პრეზენტაცია არ მომხდარა, თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ გამართულ წარმოებამდე მხოლოდ 5-6 წელი აშორებთ.

როგორც ვიცით, პირველი ლაბორატორიული ხორცით დამზადებული ჰამბურგერი $300 000-ად Google-ს დამაარსებელმა სერგეი ბრინმა შეიძინა.

ლაბორატორიული ხორცის წარმოება საკმაოდ ძვირია, ნახევარი კილო ხორცის წარმოება კომპანიას დაახლოებით 18 000$ უჯდება. პირველ ეტაპზე Memphis Meat-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს წარმოების ღირებულება. Memphis Meat ერთადერთი კომპანია არ არის რომელიც ლაბორატორიულად ცდილობს ხორცის წარმოებას.

როგორც ვიცით, ბილ გეიტსი დაინტერესებულია საკვების მოპოვების ალტერნატიული გზებით, რამდენიმე წლის წინ ბილმა გახსნა ქარხანა, რომელიც ფეკალური მასებისგან ხდიდა წყალს. არ ვიცით რა ბედიო ეწია ამ უკანასკნელ კომპანიას, თუმცა წარმატება ვუსურვოთ ახალ წამოწყებას, რადგან მსგავსი პროექტები მსოფლიოს მასშტაბით შეამცირებს ცხოველთა სიკვდილიანობას. 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია