გია დვალი - დრო და დროში მოგზაურობა

გია დვალი ნიუ იორკისა და მიუნჰენის უნივერსიტეტების თეორიული ფიზიკის პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეცნიერია.
საინტერესოა რას ფიქრობს იგი დროსა და მასში მოგზაურობის შესახებ.

გია დვალი : მე ჩემს თავს ვერ გავუსწრებ წინ, თუმცა მე შემიძლია გავასწრო სხვას დროში, შემიძლია ჩავჯდე კოსმოსურ ხომალდში ავჩქარდე, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით ვიმოძრავო, შემდეგ დავბრუნდე უკან და ვიქნები დროში გაცილებით წინ წასული, იმიტომ რომ ჩემს ბიოლოგიურ საათზე გავა მცირე დრო, დედამიწაზე კი ათასწლეული. მე შემიძლია ჩემს თანამედროვეებს გავუსწრო დროში და ვიმოგზაურო წინ, ერთი მიმართულებით, უკან ვეღარ დავბრუნდები, შეიძლება ითქვას, ეს ცალმხრივი ბილეთია. 

ფიზიკის კანონების მიხედვით, წარსულში დაბრუნება შეუძლებელია, ვინაიდან ეს თქვენ აღარ გაძლევთ თვითშეთანხმებულობას. ბუნებას არ უყვარს პარადოქსები და თქვენ რომ შეგეძლოთ დროში უკან დაბრუნება, მაშინ თქვენ შეძლებთ, რომ შეცვალოთ თქვენი აწმყო, პარადოქსია, შეუძლებელია ადამიანი, დაბრუნდეს წარსულში, მოკლას წინაპარი და აღარ დაიბადოს. დროში არ შეიძლება არსებობდეს ჩაკეტილი წირები.

 


დრო არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს ჩვენი სამყარო. მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი თეორია სამყაროს საწყისის შესახებ, რომლის მიხედვითაც მისი წარმოშობა იწყება არაფრისგან, პირადად ჩემთვის საკმაოდ რეალურად ჟღერს. 

მანამდე რა იყო? ამ კითხვაზე წმინდა ავგუსტინეს ასეთი პასუხი აქვს - მანამდე დროც არ არსებობდა. შესაბამისად თვითონ კითხვას - "მანამდე" აზრი არ აქვს.

თავდაპირველად იყო რაღაც მდგომარეობა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ არაფერი, შემდეგ მოხდა კვანტური გადასვლა და გადავედით მდგომარეობაში, სადაც დრო უკვე იძენს მნიშვნელობას.

პასუხი კითხვაზე, როდის დამთავრდება დრო, რთულია პასუხის გაცემა. შესაძლებელია დავუშვათ, რომ ჩვენი სამყარო გაფართოვდეს, რეკოლაფსირდეს და დამთავრდეს - გადავიდეს "არაფრის" მდგომარეობაში. და რა მოხდება თუ ყველაფერი დამთავრდება? ძალიან კარგი კითხვაა, თუმცა მე არ ვიცი პასუხი. თანამედროვე ცოდნა ამას არანაირად არ გამორიცხავს. თუ კი ასე განვითარდა მოვლენები დროც რაღაც გაგებით დასრულდება, შემდეგ შეიძლება შეიქმნას ახალი სამყარო, თუმცა ამის აღქმა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რთულია.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მიჯაჭვულობა - დაავადება თუ უბრალოდ ცუდი ჩვევა?
ტექნოლოგიების, ონლაინ თამაშებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მ...
Braingasm - როგორ აისახება ორგაზმი თავის ტვინზე
დღესდღეობით ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთსიგან. თუმცა ...
ქართული ასტრონომიის ფუძემდებელი - ევგენი ხარაძე
ევგენი ხარაძე (1907-2001) ქართული ასტრონომიის გამორჩეული ფიგურაა, მისი დამსახურებით აშენდა საქართველ...
ილონ მასკი ციფრული თეოლოგიის წინააღმდეგ
ციფრული თეოლოგია ცოტა ხნის წინ, შეიქმნა რელიგიური მოძრაობა “მომავლის გზა”, რომელიც ღმერთად ხელოვნურ ...
ადუღებული სისხლი და რადიაცია - 5 გზა თუ როგორ დავასრულოთ სიცოცხლე მარსზე
როგორც განიხილება, მარსი შესაძლოა ადამიანების მეორე სახლი გახდეს....
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია