რა სარგებლობა მოაქვს კომპიუტერულ თამაშებს?
ალბათ დედების და ბებიების შენიშვნაზე ბევრჯერ გაჩუმებულხართ და არგუმენტი არ გქონიათ, რომ ყველანაირი უარყოფითი მოვლენა კომპიუტერთან ჯდომის ბრალია, და ეს თამაშები ბავშვებს აფუჭებს. განვიხილოთ რა შანსებს გვაძლევს ანალიზისთვის, არსებული ინდუსტრია და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის.

ადამიანი ინტერაქციული არსებაა, ადაპტაცია ერთ-ერთი მთავარია ჩვენი პირველყოფილი ინსტინქტებიდან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია გარემოს ჩვენს რეალობაზე მორგება, და თუნდაც ნეგატიური გარემოდან მაქსიმალურად დადებითის მიღება.

კომპიუტერული თამაშების ეპოქას შეეწირა უამრავი საათი, თავისუფალი დრო, ბევრი გეიმერის ნერვული სისტემა, და სამწუხაროდ სიკვდილიც არ არის იშვიათი მოვლენა.

სტატიის თემა არ გამორიცხავს ზიანის მომტანი კომპიუტერული თამაშების არსებობას. თუმცა არსებობს საკმაოდ რეიტინგული ვიდეოთამაშები, რომლებსაც იმაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ის კულტურული ჩარჩოები, რომლებიც წლების მანძილზე მეორდებოდა და სხვა თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს.

კარგი მაგალითია Assassin’s Creed Franchise: 


გარდა საკმაოდ საინტერესო სიუჟეტისა არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ეს სერია ისტორიის საუკეთესო მასწავლებელია. 2009 წლიდან დღემდე ყოველი ნაწილში მოვლენა სხვა და სხვა საუკუნეში, ქვეყანასა და ეპოქაში ვითარდება, თქვენ შეძლებთ იმოგზაუროთ საკმაოდ კარგად მოდელირებულ, აღორძინების ხანის ფლორენციასა და რომში. დაესწრებით ამერიკის ჩამოყალიბების პერიოდს, გახდებით ინდიელებისა და ევროპელების დაძაბული ურთიერთობის მოწმე, იმოგზაურებთ კარიბის ზღვაში, მეკობრეთა ოქროს ხანაში. ასევე საფრანგეთის რევოლუციასა და ინგლისის ინდუსტრიულ პერიოდს, ბოლო ნაწილი კი რომელიც 2017 წელს შემოდგომაზე გამოვა ანტიკური ეგვიპტის დათვალიერების საშუალებას მოგვცემს. შეხვდებით ჯორჯ უაშინგტონს, ლეონარდო დავინჩის, ნიკოლო მაკიაველის, უინსტონ ჩერჩილს, ჩარლზ დარვინსა და ჩარლზ დიკენსს. რა თქმა უნდა ყოველივე ეს კარგად დაგეხმარებათ ვიზუალურად აღიქვათ, არქიტექტურა და კულტურა მოცემულ ეპოქებში.

ფაქტი 1 : არსებობს საკმაოდ კარგად არგუმენტირებული მოსაზრება რომ ასასინები არიან ქაჯების პროტოტიპები პოემა ვეფხისტყაოსნიდან (ეპოქის XIII საუკუნის, კრედოს და აუღებელი ციხესიმაგრის ანალოგიებით)


უცხო ენების დაუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კომპიუტერული თამაშები. ასევე არსებობს უამრავი სტრატეგიული პროფილის თამაში რომელიც დაგეხმარებათ სწორედ სტრატეგიული და კონსტრუქციული აზროვნების განვითარებაში. ამის საუკეთესო მაგალითია Civilisation რომელიც არამარტო გეიმერულ ოსტატობას არამედ დიპლომატიურ მიდგომას და აზროვნებას მოითხოვს.

ფაქტი 2 : კომპიუტერული თამაშები გვეხმარება გადაწყვეტილების გააზრებულად და სწრაფად მიღებაში.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არსებობს თამაშები სადაც მაქსიმალურად დაიხარჯებით ფიზიკურად, და არანაკლებ კალორიას დაწვავთ, თან გაერთობით. Just Dance საშუალებას მოგცემთ მეგობრებს შეეჯიბროთ ცეკვაში, თქვენს მოძრაობებს კი სპეციალურად ოპტიმიზირებული კამერა აღიქვამს.

კომპიუტერული თამაშები საკმაოდ კარგი საშუალებაა სტრესთან საბრძოლველად. როგორც კარგი მუსიკა კინო ან წიგნი გაგიქარვებთ დარდს ისევეა შესაძლებელი თამაშ-თამაშით განიტვირთოთ.


აგრესია ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ამ თემის გარშემო. აგრესია ზოგადი და ცვლადი ტერმინია ინდივიდის და სიტუაციის მიხედვით, და რთულია მოტივაციის დადგენა, როდესაც აგრესიაზე საუბრობ. მიუხედავად არსებული ფაქტებისა, როდესაც ვიდეოთამაში გახდა მაპროვოცირებელი კრიმინალის ჩადენისა, მაგრამ კომპიუტერული თამაშები აგრესიული ქცევის სუბლიმაციის ძალიან კარგი საშუალებაა, ცხოვრებაში არსებული ნეგატიური ემოციების გადატანა, შესაძლებელია ვირტუალურ სამყაროში. ალბათ გასაკვირია, როგორ შეიძლება როგორც აგრესიისგან დაცლის, ისევე მისი გამომწვევი იყოს უბრალოდ თამაში.


აგრესიულად განწყობილი ადამიანისთვის კი როგორც, ვიდეოთამაში ისევე ლიტერატურა, აგრესიული ხასიათის ფილმი, მუსიკა ნეგატიური მოწოდებებით ან თუნდაც მხატვრობა გახდეს პროვოცირების საგანი, ხელოვნება ხომ ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი კულტურული გზაა.

საბოლოოდ კომპიუტერული თამაშები ამ ბრალდებისგან თავისუფლდება, რადგან აგრესია ადამიანის უძველესი ემოციური გამოვლინებაა, რომელსაც კონკრეტული გარემო და ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს. რაც შეეხება ინტელექტის დონეს და აზროვნებას, არსებობს მოსაზრება, რომ ამ კუთხითაც ავითარებს გონებას, ამისთვის საუკეთესო საშუალება ფაზლები და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტაციაა, რომელიც ძალიან ბევრ ვიდეოთამაშში მთავარი მიზანია.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ დადებითი მხარეების, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს ახლავს.

და კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მათ?


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Assassin's Creed Origins - სერიის ყველაზე ფართომასშტაბიანი განახლება
Assassin's Creed - სერია პირველად 2009 წელს გამოჩნდა. ლეგენდარული Prince Of Persia-ს შთამომავალმა, პ...
Rick and Morty-ის 4 საუკეთესო თამაში
თუ თქვენ გიყვართ ექსცენტრული, გენიოსი ბაბუისა და შვილიშვილის, ისტორიები დროში მოგზაურობაზე, პარალელუ...
ადამიანის ,,მე’’-ს დიგიტალიზაცია და მისი ტრანსფერი, ანუ უკვდავება
რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია გიორგი თუმანიშვილი არის ქართველი მეცნიერი, რომელიც მასარიკის უნ...
PewDiePie–ს ანტისემიტიზმის შემდეგ, რასიზმში ადანაშაულებენ
ფელიქს შელბერგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი Youtube არხის მფლობელია რომელსაც 57 მილიონი გამომწერი ჰყავ...
Apple-მა ჯეიმს ბონდს თვალი დაადგა
ჩვეულებრივ ჩვენ არ ვეხებით Hollywood-ში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა საქმე როდესაც Apple-ს ეხება, მაში...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია