ცნობილი თამაშები, სადაც საქართველო ფიგურირებს
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, შენი ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი ხარ თუ არა, როდესაც თანამედროვე უცხოურ კულტურაში გვესმის ჩვენი ქვეყნის სახელი, მცირედი სიხარული მაინც გვიპყრობს და ინტერესით ველოდებით, თუ რა ფორმით მოიხსენიებენ საქართველოს.

საბედნიეროდ, უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ფილმებსა თუ სერიალებში ხშირად გვხვდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჩვენ რუსული კულტურის ნაწილად მოგვიხსენიებენ და ალბათ დამეთანხმებით, ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, მაგალითად შერლოკის ფანებს კარგად გვახსოვს ის სერია, სადაც მოქმედება საქართველოში ხდება. უნდა ითქვას, რომ სატელევიზიო შოუს რეჟისორმაცა და სცენარისტმაც საქართველოს ასეთი აღწერით ქართველი მაყურებელი ნამდვილად გულნატკენი დატოვეს.

ეს ყველაფერი კინომატოგრაფიას დავუტოვოთ და განვიხილოთ, თუ ამ კუთხით, რა ვითარებაა გეიმ ინდუსტრიაში. დღეს გაგაცნობთ იმ ვიდეო თამაშების, სადაც საქართველოსა და ქართველ პერსონაჟებს ვხვდებით.

პირველი, ვინც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა და თავის სცენარში მთავარ სამოქმედო ლოკაციად საქართველო გამოიყენა, იყო აწ გარდაცვლილი გენიალური ამერიკელი მწერალი, ნოველისტი და გეიმ დიზაინერი - ტომ ქლენსი.


პირველად საქართველო გვხვდება თამაშში : Tom Clancy’s Ghost Recon(2001), სადაც მოვლენები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში ვითარდება. თამაშში ამერიკის შეერთებული შტატების ელიტური ქვედანაყოფი „Ghosts“ საქართველოს მთავრობას სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.


როგორც ჩანს, ბატონი ტომი მოიხიბლა საქართველოს შინაარსით, ამიტომ ერთი წლის შემდეგ გამოდის საკმაოდ ცნობილი ვიდეოთამაში Tom Clancy’s Splinter Cell, სადაც მოქმედება უშუალოდ 2004 წელის თბილისის ქუჩებში ხდება. ძალიან საინტერესოა, რომ სიტუაცია საქართველოს მილიარდერი პრეზიდენტის – კომბაინ ნიკოლაძის გარშემო ვითარდება, რომელიც სინამდვილეში რუსეთის ფარული აგენტი აღმოჩნდება. მართალია თამაშში შექმნილი გარემო თბილისს არ ჰგავს და ქუჩაში აბრები და წარწერები სინტაქსური შეცდომებით არის სავსე, თუმცა, რაც მთავარია, ქართულია და თამაშის დროს ეს ნამდვილად მოგგვრით ღიმილს.

Sniper Ghost Warrior 3 (2017)

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დეველოპერები აღარ უშვებენ ჩვენთვის ისეთ მტკივნეულ შეცდომას, რომელიც ჩვენს რუსულ კულტურასთან გაიგივებას გულისხმობს. ამას მოწმობს 2017 წელს გამოსული Sniper Ghost Warrior 3, სადაც მოქმედება მიმდინარეობს საქართველოს მაღალმთიან სოფლებში. თამაშში ვხვდებით მართლმადიდებლურ ხატებს, დავით აღმაშენებლის ფრესკებს, ეპიტაფიებს და ეკლესიებს, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს რეალურ არქიტექტურასა და გარემოს.


მართალია, ქართულ საუბარს ნამდვილად ვერ მოისმენთ, თუმცა აბრები და წარწერები ქართულ ენაზე არის შესრულებული.

თამაშის მთავარი გმირი სნაიპერი ჯონ ნორსია, რომელიც დაკარგულ ძმას ეძებს. დაპირისპირება ამ შემთხვევაშიც რუს სეპარატისტებთან უწევს. მრავლად შეხვდებით ქართულ სახელებსა და გვარებს. მთავარი გმირის საცოლე ლიდია ჯორჯაძე გახლავთ, ხოლო მთავარი კონკურენტის სახელი - არმაზი, რომელიც ძალზედ ამოუცნობ და იდუმალ პიროვნებადაა გამოყვანილი.


თქვენ ასევე დაესწრებით ქართულ ჯვრისწერას, მანქანით მგზავრობისას რადიოში ქართულ ფოლკლორს ეზიარებით და შეხვდებით ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო აღორძინების ხანა საქართველოში XII-XIII საუკუნეში, რაც საქართველოს ძალზედ მდიდარ კულტურას უსვამს ხაზს.


ასევე არსებობს რამდენიმე ვიდეოთამაში, სადაც ჩვენი ნაციონალური თემატიკა მეორე ხარისხოვნად ფიგურირებს, თუმცა აღნიშვნად მაინც ღირს, მაგალითად Deus Ex Mankind Divided (2016) - სადაც საქმე ქართულ მაფიასთან გვაქვს. საინტერესოა, რომ Splinter Cell-ის მსგავსად ამ სერიაშიც ფიგურირებს გვარი ნიკოლაძე, რომელიც კლანის მეთაურია. თუმცა დაპირისპირება უშუალოდ ოთარ ბოტკოველთან მოგიწევთ, რომელიც დვალის ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართველ მონაწილეს GTA IV – The Ballad of gay Tony (2009) -შიც შეხვდებით. ქართველ ბიზნესმენი მარკი აშვილი, რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, რომელსაც საბოლოოდ მთავარი გმირი იმსხვერპლებს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
Assassin's Creed Origins - სერიის ყველაზე ფართომასშტაბიანი განახლება
Assassin's Creed - სერია პირველად 2009 წელს გამოჩნდა. ლეგენდარული Prince Of Persia-ს შთამომავალმა, პ...
Rick and Morty-ის 4 საუკეთესო თამაში
თუ თქვენ გიყვართ ექსცენტრული, გენიოსი ბაბუისა და შვილიშვილის, ისტორიები დროში მოგზაურობაზე, პარალელუ...
ადამიანის ,,მე’’-ს დიგიტალიზაცია და მისი ტრანსფერი, ანუ უკვდავება
რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია გიორგი თუმანიშვილი არის ქართველი მეცნიერი, რომელიც მასარიკის უნ...
PewDiePie–ს ანტისემიტიზმის შემდეგ, რასიზმში ადანაშაულებენ
ფელიქს შელბერგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი Youtube არხის მფლობელია რომელსაც 57 მილიონი გამომწერი ჰყავ...
Apple-მა ჯეიმს ბონდს თვალი დაადგა
ჩვეულებრივ ჩვენ არ ვეხებით Hollywood-ში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა საქმე როდესაც Apple-ს ეხება, მაში...
Top სიახლეები
როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან
29.09.17
ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, ...
Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში
17.11.17
2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Ro...
ამინდი
თბილისი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 12 - 24 °C
img
ზუგდიდი 16 - 28 °C
img
ახალციხე 12 - 23 °C
img
თელავი 15 - 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
USD
1
2.6145
USD
EUR
1
3.0341
EUR
ჩაინიშნე TRENDBOOK.GE
გვერდის ჩასანიშნად გამოიყენეთ მენიუ ან ღილაკების Ctrl+D კომბინაცია